-
Aa
+
ფონტის ზომა
„რაც ბოლო დღეებში გამოცხადდა და რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კულისებში ხდებოდა, ყოველგვარ წარმოდგენასა და წარმოსახვას სცდება.
ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ ვიტყვი: პროექტი, რომელმაც ამდენი კამათი და დაპირისპირება გამოიწვია, FIFA-ს პროექტი არ არის. უფრო მეტიც, ის FIFA-ს ადმინისტრაციის პროექტიც კი არ არის. ეს ერთი ადამიანის პროექტია.
FIFA-ს ვიცე-პრეზიდენტები, FIFA-ს საბჭოს წევრები, კონფედერაციები, ფედერაციები, ფეხბურთელები, ლიგები, კლუბები და გულშემატკივრები არ იყვნენ ერთადერთები, ვინც პროცესიდან გამორიცხეს. მოტყუებული აღმოჩნდა თავად FIFA-ს ადმინისტრაციაც.
ეს მრავალთვიანი დუმილით დაფარული ტყუილი და ძალაუფლების ასეთი ერთპიროვნული გამოყენება უმნიშვნელო საკითხი არ არის. ეს მიუთითებს ნდობის, გამჭვირვალობის, განსჯის უნარის, კარგი მმართველობისა და პატივისცემის სერიოზულ ნაკლებობაზე.
ეს პროექტი არა მხოლოდ არ უნდა განხორციელდეს, იმ აშკარა მიზეზების გამო, რომელთა ჩამოთვლაც კი საჭირო არ არის, არამედ ახლა უკვე დადგა დრო, რომ ფეხბურთის პოლიტიკურმა ლიდერებმა სწორი კითხვები დასვან და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
ამ პროექტთან და მის შემდგომ მოვლენებთან დაკავშირებით ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან FIFA-ს ადმინისტრაციისთვის სულ უფრო რთული ხდება ასეთ პირობებში მუშაობა და საკუთარი მისიის შესრულება.
ჩვენი მისია, FIFA-ში მომუშავე ასობით თავდადებული, პროფესიონალი და საქმისადმი ერთგული თანამშრომლის მისია, ფეხბურთის სამსახურში ყოფნაა. არა ერთი ადამიანის პირადი ინტერესების სამსახურში, რომელსაც, სამწუხაროდ, ჰგონია, რომ თავად განასახიერებს FIFA-ს, მაშინ როდესაც სინამდვილეში ის თავად უნდა ემსახურებოდეს FIFA-ს.
პრეზიდენტი უნდა აერთიანებდეს ადამიანებს, ქმნიდეს ერთიანობას და შთააგონებდეს მათ. დღეს კი ჩვენ სრულიად საპირისპიროს ვხედავთ. არ მაქვს უფლება ჩემი კოლეგების სახელით ვილაპარაკო და შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ჩემი განცდაა, რომ ჩვენ ყველას გვინდა ვამაყობდეთ FIFA-ში მუშაობით, თუმცა დღეს, სამწუხაროდ, ბევრისთვის ასე აღარ არის. ეს ძალიან მაწუხებს.
ჩემი კოლეგები, რომელთაგან ზოგიერთმა მთელი ცხოვრება ფეხბურთს მიუძღვნა, უკეთეს მოპყრობას იმსახურებენ, ვიდრე უპატივცემულობა და დაშინება.
ახლა ბურთი იმ ადამიანების მოედანზეა, ვისაც ცვლილებების განხორციელების ძალა აქვს.
ვიცი, რომ ჩემი დამსაქმებლის მიმართ ერთგულების ვალდებულება მაქვს. მაგრამ ამაზე მეტად, ერთგული უნდა ვიყო იმ ღირებულებების, რომლითაც გავიზარდე, და მხარი დავუჭირო ჩემს კოლეგებს. თუ ამის გამო სამსახურს დავკარგავ, ასეც იყოს. ამ გადაწყვეტილებას გავიგებ და პატივს ვცემ. სამაგიეროდ, დღეს ღამით მშვიდად დავიძინებ.”

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

