• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ყველა მოსაზრებას ყურადღებით მოვუსმინეთ" - ინფანტინოს განცხადება
ფეხბურთიფეხბურთი

,,ყველა მოსაზრებას ყურადღებით მოვუსმინეთ" - ინფანტინოს განცხადება

4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჯანი ინფანტინომ, მასშტაბური კრიტიკისა და ეროვნული ფედერაციების არასაკმარისი მხარდაჭერის ფონზე, FIFA Forward Enterprise (FFE)-ის პროექტზე უარი თქვა.


ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგანგებო შეხვედრების დღე, რომლის დროსაც ინფანტინოს აცნობეს, რომ პროექტის მიმართ უარყოფითად განეწყვნენ როგორც ეროვნული ფედერაციები, ისე მისი პოტენციური ფინანსური პარტნიორები, მათ შორის მისი რამდენიმე ყველაზე ახლო მოკავშირეც.


„FIFA Forward Enterprise-ის პროექტი მიზნად ისახავდა ჩვენი წევრი ასოციაციების და მსოფლიო ფეხბურთის კიდევ უფრო გაძლიერებას, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად არის საჭირო. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდებოდა, თუ FIFA-ს წევრი ასოციაციების უმრავლესობა მხარს დაუჭერდა პროექტს და ის სრულფასოვანი კონსულტაციების პროცესს გაივლიდა წევრ ასოციაციებთან, FIFA-ს საბჭოსთან, კონფედერაციებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.


ყველა მოსაზრების ყურადღებით მოსმენის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პროექტმა ისეთი ტიპის განხეთქილება გამოიწვია, რომელიც, მხარდაჭერის დონის მიუხედავად, აღარ შეესაბამება იმ მიზანს, რომლისთვისაც იგი შეიქმნა.


ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება გაერთიანება და განვითარება. ამიტომ ეს წინადადება აღარ განხორციელდება.


მომავალ დღეებსა და კვირებში ჩემი მიზანია, ყველა დაინტერესებული მხარე კვლავ ერთ მაგიდასთან შევკრიბო საერთო ინტერესების სულისკვეთებით, რათა ფეხბურთის განვითარება გავაგრძელოთ მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებში, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.“ - განაცხადა ინფანტინომ.


ინფანტინოს გარემოცვაში ამტკიცებენ, რომ მას არც გადადგომა სურს და არც FIFA-ს პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი კენჭისყრაზე უარის თქმა.


თუმცა, თუ ინფანტინო თავად არ დატოვებს თანამდებობას, კვლავ არსებობს განზრახვა, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე მას ძლიერი კონკურენტი დაუპირისპირდეს. ამასთან, მისი გადადგომის მოთხოვნები კვლავ ისმის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ენდი ბერნემის მხრიდანაც.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯანი ინფანტინო
ფიფა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვინ დაუჭირა მხარი ჯანი ინფანტინოს სკანდალურ იდეას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინ დაუჭირა მხარი ჯანი ინფანტინოს სკანდალურ იდეას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპული ნაკრებების გარეშე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპული ნაკრებების გარეშე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს თანამშრომელმა ინფანტინო ტყუილში ამხილა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს თანამშრომელმა ინფანტინო ტყუილში ამხილა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის გარეშე: რა მოხდებოდა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის გარეშე: რა მოხდებოდა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

29 ივლ, 2026

ვინ დაუჭირა მხარი ჯანი ინფანტინოს სკანდალურ იდეას?

News image

30 ივლ, 2026

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპული ნაკრებების გარეშე?

News image

17 სთ წინ

FIFA-ს თანამშრომელმა ინფანტინო ტყუილში ამხილა

News image

2 სთ წინ

მსოფლიო ჩემპიონატი ევროპის გარეშე: რა მოხდებოდა?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება