მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან ბრძოლაზე, მიზნებსა და მის გულშემატკივრებზე საუბრობს.
,,გამარჯობა, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას.
რაც მთავარია, ამ ბრძოლის შემდეგ არანაირი ტრავმა არ მიმიღია. თავს კარგად ვგრძნობ. უბრალოდ პატარა დალურჯებები მაქვს ფეხზე და სახეზე ნაკაწრების გარდა სხვა დიდი ზიანი არ მიმიღია.
რაც შეეხება ბრძოლას, მქონდა გეგმა და გეგმის მიხედვით ვმუშაობდი, დაახლოებით პირველი ნახევარი ჩემი გეგმა მუშაობდა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო.
კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, რომ როცა დავბრუნდები შემდეგ ბრძოლაში, აუცილებლად გავიმარჯვო და ამ გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებ.
კიდევ ვსწავლობ და ეს დასაწყისია მხოლოდ, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ.
ეს და წინა ჩხუბიც ხალხისთვის კარგი გამოვიდა, მაგრამ ჩემი მიზანი გამარჯვება იყო და შემდეგში მხოლოდ გამარჯვება იქნება და არა მარტო კარგი ჩხუბი.
ჯერ არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი შემდეგი მოწინააღმდეგე. დავბრუნდებით გამარჯვებით და ვეცდები მალე.
ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, თითოეულ ადამიანს, ყველა ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობს, უღრმესი მადლობა. თქვენ ხართ ჩემი მოტივაცია და ყველაფერი წინ არის.
დიდი მადლობა და ძალა ერთობაშია!" - ამბობს ქართველი მებრძოლი.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი UFC 333-ზე პიოტრ იანთან ტრილოგიაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.