რეალთან მატჩის მიმდინარეობისას, არსენალის გულშემატკივრები რეალს დასცინოდნენ.
Daily Mail-ის ინფორმაციით, თავისი გუნდის მესამე გოლის შემდეგ, არსენალის ქომაგებმა სტადიონზე შემდეგი ფრაზის სკანდირება დაიწყეს:
„გადაცმული ტოტენჰემი ხართ?"
თამაში არსენალის გამარჯვებით 3:0 დასრულდა, სამივე გოლი მასპინძლებმა პირველ ტაიმში გაიტანეს.