The Athletic-ის ინფორმაციით, ტოტენჰემ ჰოტსპურმა მთავარი მწვრთნელი ტომას ფრანკი გაათავისუფლა.
სპურსი ამჟამად რამდენიმე გეგმას ამუშავებს, რათა ფრანკის შემცვლელი მოძებნოს. მან კლუბი პრემიერ ლიგაში მე-16 ადგილზე დატოვა.
ტოტენჰემს პრემიერ ლიგის ბოლო რვა მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია და ბოლო 17 თამაშიდან მხოლოდ ორი მოიგო. გუნდი გასავარდნ ზონას ხუთი ქულით უსწრებს.
ფრანკის ბოლო მატჩი სამშაბათს გაიმართა, სადაც ტოტენჰემი საკუთარ მოედანზე ნიუკასლთან 2-1 დამარცხდა. დანიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით სპურსმა ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მეოთხე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა.
ფრანკი ტოტენჰემს ივნისში შეუერთდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რითაც თანამდებობაზე გათავისუფლებული ენჯ პოსტეკოგლუ შეცვალა.