პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ლონდონის ტოტენჰემი საკუთარ მოედანზე ნიუკასლთან დამარცხდა.
ედი ჰაუს გუნდმა ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმზე მინიმალური გამარჯვება 2:1 მოიპოვა.
კაჭკაჭების რიგებში გოლები ტიაუმ და რემზიმ გაიტანეს, ტოტენჰემის მხრიდან კი თავი გრეიმ გამოიჩინა.
ნიუკასლმა 36 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე ავიდა, ტოტენჰემს კი 29 ქულა აქვს და გუნდი გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 3 ქულაშია.
0-1 ტიაუ 45+5'
1-1 გრეი 64'
1-2 რემზი 68'