Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი გაგუა კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატში, დუნაისკა სტრედაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, გუშინ ღამით ქართველი თავდამსხმელი კვიპროსში მიფრინავდა, აელ ლიმასოლთან ხელშეკრულების გასაფორმებლად, თუმცა ფეხბურთელი სახლში აეროპორტიდან დაბრუნდა - ამ შეთანხმებას ფეხბურთელიც ადასტურებდა, თუმცა ყველაფერი ბოლო წამს შეიცვალა.
დუნაისკა სტრედა ისტრას სატრანსფერო თანხას გადაუხდის და გიორგი გაგუა სლოვაკურ კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. დუნაისკაში ახალი სეზონდიან 2 ქართველი ითამაშებს: ცოტნე კაპანაძე და გიორგი გაგუა.
ქართველი თავდამსხმელი გასულ წელს ხორვატულ ისტრაში ესპანური ალავესიდან გადავიდა, სადაც 3 გოლი გაიტანა.
გაგუა საქართველოს ნაკრების ბოლო შეკრებაზე პირველად გამოიძახეს, თუმცა სადებიუტო მატჩის ჩატარების საშუალება არ მისცემია.