• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
გახდება კვარა პირველი ფეხბურთელი ვინც ზედიზედ ორ ფინალში გაიტანს?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

გახდება კვარა პირველი ფეხბურთელი ვინც ზედიზედ ორ ფინალში გაიტანს?

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება - პარი სენ-ჟერმენს აქვს ისტორიული შანსი, მადრიდის რეალის მიღწევა გაიმეოროს და ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს. 


შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არავის გაუტანია ზედიზედ ორ ფინალში - ხვიჩა კვარაცხელიას აქვს შანსი, 2025/26 წლების საოცარ ევროპულ კამპანიას ეს ისტორიული მიღწევაც შემატოს. პარიზელთაგან ამ შედეგის მიღწევას აშრაფ ჰაკიმი, დეზირე დუე და სენი მაიულუც შეეცდებიან.


ხვიჩა კვარაცხელიას გააქვს გოლი იან სომერის კარში. 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. პსჟ 5:0 ინტერი.


ვის ჰქონდა აქამდე ზედიზედ ორ ფინალში გატანის შანსი 


1992/93 წლების სეზონიდან, რაც ევროპის ჩემპიონთა თასმა ცვლილება განიცადა და ჩემპიონთა ლიგად ჩამოყალიბდა, ზედიზედ ორ ფინალში თამაშის ბედნიერება არც თუ ისე ბევრი ფეხბურთელის ხვდა წილად. პირველად ორ ფინალში მილანმა ითამაშა - 1994 წელს როსონერიმ ბარსელონა გაანადგურა. მილანელებს ისტორიულ მიღწევაში ხელი ამსტერდამელებმა  შეუშალეს - 1995 წლის ფინალი აიაქსმა პატრიკ კლუივერტის ერთადერთი გოლით მოიგო.


ერთი წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მოგების შანსი აიაქსს მიეცა, ვან გაალის შეგირდები იუვენტუსთან, პენალტების სერიაში დამარცხდნენ. იუვენტუსმა შემდეგ ორ სეზონში კიდევ ორი ფინალი ითამაშა - ტურინელები ჯერ დორტმუნდმა დაამწუხრა, შემდეგ კი მადრიდის რეალმა. 


ვერც გაიზკა მენდიეტა და ვალენსიელები გახდნენ რამეს 2000 და 2001 წლებში. კრიშტიანუ რონალდუმ და მანჩესტერმა კი თავიანთი მეორე ფინალი ბარსელონასთან 0:2 დათმეს. რომის ფინალში გამტან სამუელ ეტოს ისტორიული შესაძლებლობა შემდეგივე სეზონში, ამჯერად ინტერის მაისურით მიეცა - ბაიერნთან კამერუნელი საგოლე გადაცემით შემოიფარგლა.


მადრიდის რეალი 4:1 იუვენტუსი. 2017 წლის ფინალი.


ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის მომგებმა მადრიდის რეალმა სამ ფინალში შვიდი გოლი გაიტანა - კრიშტიანუმ და ბეილმა ორ-ორჯერ აიღეს ბუფონისა და კარიუსის კარები. კაზემირომ, ასენსიომ და ბენზემამ კი თითო-თითოჯერ გაიტანეს. ორ სხვადასხვა ფინალში აქვს გატანილი მადრიდელთა კაპიტანს, სერხიო რამოსს - ატლეტიკოს ღამის კოშმარის გოლებს შორის კი თასი ბარსელონამ აღმართა.


რამდენ ფეხბურთელს გაუტანია ზედიზედ ორ ფინალში ჩემპიონთა თასზე


ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, ევროპის ჩემპიონთა თასის, რომელიც 1956 წლიდან, 1992 წლამდე იმართებოდა, ზედიზედ მოგება უპოტიას ნამდვილად არ წარმოადგენდა. პირველი ხუთი გათამაშების გამარჯვებული მადრიდის რეალი გახდა - ლეგენდარულმა ალფრედო დისტეფანომ ხუთივე ფინალში გაიტანა, ჯამში 7 გოლი. მადრიდელთა დომინაციაში ამ შედეგის მიღწევა ფრანცისკო ხენტომაც შეძლო.


ალფრედო დი სტეფანოს გააქვს გოლი აინტრახტის კარში 1960 წლის ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში. მადრიდის რეალი 7:3 ფრანკფურტის აინტრახტი.


1961-1963 წლებში ზედიზედ სამი ფინალი ითამაშა ლისაბონის ბენფიკამ - პირველ ორში ორ-ორჯერ გამოიჩინეს თავი ხოსე აგუასმა და მარიო კოლუნამ. მეორე და მესამე ფინალებში კი ლეგენდარულმა ეუსებიომ გაიბრწყინა.


ელიტარულ სიას 70-იანი წლების უძლეველი ბაიერნის ვარსკვლავები ხურავენ. 1974, 75 და 76 წლებში ბაიერნმა ზედიზედ სამჯერ მოახერხა ევროპის ჩემპიონთა თასის დასაკუთრება - ლეგენდარულმა გერდ მიულერმა პირველ ორ ფინალში გაიტანა, ფრანც როთმა კი ლიდსი და სენტ-ეტიენი დაამწუხრა.


კვარაცხელია ისტორიული ინდივიდუალური მიღწევების გზაზე


ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა უგროვდება. არსენალისთან საგოლე მოქმედების შემთხვევაში, კვარა ერთპიროვნულად გალიდერდება მიმდინარე სეზონში გოლს პლუს ასისტების რაოდენობით. ასევე ერთი საგოლე გადაცემა აკლია ხვიჩას სეზონის საუკეთესო ასისტენტის წოდებამდე. ტურნირის რეკორდი ჯეიმს მილნერისაა - 9 საგოლე გადაცემა (2017/18).


ფინალში საგოლე მოქმედების შემთხვევაში ქართველი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს და უკვე ზედიზედ რვა საპლეიოფო მატჩში ექნება საგოლე მოქმედება შესრულებული. ფინალში გოლის შემთხვევაში, ერთ სეზონში პლეი-ოფში გატანილი გოლების მხრივ, კვარა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედეგს გაიმეორებს - 8 გოლი. რეკორდი კარიმ ბენზემას ეკუთვნის - ფრანგმა 2021/22 წლების სეზონის პლეი-ოფში 10 გოლის გატანა შეძლო.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

ჩემპიონთა ლიგა
პსჟ
რონალდო
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არტეტას სუპერარსენალი ახალ ისტორიას წერს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არტეტას სუპერარსენალი ახალ ისტორიას წერს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავი: "კვარაცხელია ჩემი ფავორიტია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გავი: "კვარაცხელია ჩემი ფავორიტია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას სტილის ქართველი ევერტონის რადარზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელიას სტილის ქართველი ევერტონის რადარზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 სთ წინ

არტეტას სუპერარსენალი ახალ ისტორიას წერს

News image

20 სთ წინ

არსენალისა და ლივერპულის იმედგაცრუება - კვარა პარიზში დარჩება

News image

8 სთ წინ

გავი: "კვარაცხელია ჩემი ფავორიტია"

News image

1 სთ წინ

კვარაცხელიას სტილის ქართველი ევერტონის რადარზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება