პორტუგალიის მოსახლეობის უმრავლესობა კრიშტიანუ რონალდუსთან კონფლიქტში მხარს მთავარ მწვრთნელს, ჟორჟე ჟეზუშს უჭერს.
დანიასთან ერთა ლიგის მატჩის წინ (4:2), 41 წლის თავდამსხმელმა 72 წლის სპეციალისტთან უთანხმოების გამო ეროვნული გუნდის ბანაკი დატოვა. გავრცელებული ცნობებით, კრიშტიანუმ ნაკრებში კარიერა საბოლოოდ დაასრულა.
პორტუგალიურმა კვლევითმა კომპანიამ Pitagórica-მ TVI-სა და CNN-ის დაკვეთით სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რათა დაედგინა, ვის მხარეს დგას ქვეყნის მოსახლეობა. გამოკითხვაში 18 წელზე უფროსი ასაკის 400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ მართალი მთავარი მწვრთნელი იყო. კრიშტიანუ რონალდუს მხარი რესპონდენტთა მხოლოდ 14%-მა დაუჭირა.
მონაწილეთა 20%-ის აზრით, გადაწყვეტილების მიღებისას არგუმენტები როგორც რონალდუს, ისე ჟეზუშს გააჩნდათ.
10% თვლის, რომ ამ საკითხში მართალი არავინაა, ხოლო 3%-მა პასუხისგან თავი შეიკავა.