რომას მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, სერია A-ს 31-ე ტურში ერთპიროვნულ ლიდერ ინტერთან განცდილი მძიმე მარცხი (2:5) შეაფასა.
VIDEO: ჰაკანის შედევრი და ლაუტაროს დუბლი — ინტერმა რომა გაანადგურა
„1:3-ის შემდეგ მატჩი ფაქტობრივად დასრულებული იყო და ინტერს კუთვნილი პატივი უნდა მივაგოთ. მილანში წაგება ნორმალური მოვლენაა, მაგრამ არა ასეთი ანგარიშით.
არის თუ არა ტოპ-4-ში მოხვედრა რთული მიზანი? დიახ, ეს რთულია ჩვენთვის, კომოსთვის, იუვენტუსისა და ატალანტასთვის. ჩვენ 7 მატჩი დაგვრჩა სათამაშო, დანარჩენებს კი — 8. ამჟამად ოდნავ ჩამოვრჩებით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დანაკლისი ავინაზღაუროთ.“
ამ დროისთვის რომა 54 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფება. მეოთხე პოზიციაზე მყოფ კომოსთან სხვაობა 3 ქულაა, თუმცა კონკურენტებს მარაგში ერთი მატჩით მეტი აქვთ.