VIDEO: ჰაკანის შედევრი და ლაუტაროს დუბლი — ინტერმა რომა გაანადგურა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სერია ა-ს 31-ე ტურში ინტერმა საკუთარ მოედანზე რომა გაანადგურა.
შეხვედრა სტადიონ ჯუზეპე მეაცაზე გაიმართა და მილანელთა გამარჯვებით 5:2 დასრულდა.
დუბლი ტრავმიდან დაბრუნებულმა ლაუტარო მარტინესმა მიითვალა, თითო გოლი კი ჰაკან ჩალჰანოღლუმ, მარკუს ტურამმა და ნიკოლო ბარელამ გაიტანეს. განსაკუთრებით ლამაზი თურქი ნახევარმცველის გოლი გამოვიდა.
რომას რიგებში თავის გამოჩენა მანჩინიმ და პელეგრინიმ მოახერხეს.
ინტერმა 72 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარ მილანს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 9 ქულით უსწრებს.