რომას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯან პიერო გასპერინიმ, თანამედროვე ფეხბურთში გუნდურობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„დღევანდელი ფეხბურთი მხოლოდ გუნდურობაზეა დამოკიდებული.
შეხედეთ პსჟ-ს, რომელმაც მბაპე, მესი და ნეიმარი დაკარგა და ძლიერ ახალგაზრდებთან ერთად მიაღწია იქამდე არნახულ წარმატებებს.
სწორედ ამაზეა თანამედროვე ფეხბურთი. ნაპოლიმ სკუდეტო გუნდურობით მოიგო. უკეთესი შემადგენლობა შეიძლება სხვას ჰყოლოდა, მაგრამ უკეთესი ერთიანობა და გუნდურობა არავის აღმოაჩნდა." - აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
გასპერინიმ ამ ზაფხულს ატალანტა 9-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ დატოვა და დედაქალაქური რომა ჩაიბარა.