• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
„ღრმად ჩავისუნთქე“ - გლასნერი კრისტალ პალასთან გამომშვიდობების შემდეგ
ფეხბურთიფეხბურთი

„ღრმად ჩავისუნთქე“ - გლასნერი კრისტალ პალასთან გამომშვიდობების შემდეგ

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ოლივერ გლასნერმა პატივი მიაგო კრისტალ პალასის ფეხბურთელებს, როცა მთავარი მწვრთნელის პოსტი კონფერენს ლიგის მოგებით დატოვა და განაცხადა, რომ სამხრეთ ლონდონში ისტორიის დაწერის მიუხედავად, წასვლის გადაწყვეტილებას არ ნანობს.


მეორე ტაიმში ჟან-ფილიპ მატეტას გატანილმა გოლმა გლასნერს ბოლო 12 თვეში უკვე მე-3 ტიტული მოაგებინა - გასულ წელს FA თასისა და Community Shield-ის ტრიუმფების შემდეგ.


„საბოლოო სასტვენის შემდეგ ღრმად ჩავისუნთქე,“ - აღიარა ემოციურმა გლასნერმა, რომელმაც თქვა, რომ 2024 წლის თებერვალში, როცა როი ჰოჯსონის ნაცვლად დაინიშნა, არანაირი „დევიდ კოპერფილდი“ არ ყოფილა.


მე უბრალოდ ამ ფეხბურთელთა ჯგუფს მხარს ვუჭერდი - შეიძლება საუკეთესო ჯადოქარიც ვიყო, მაგრამ ფეხბურთელების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მთელი დამსახურება ფეხბურთელებს ეკუთვნით, რადგან ასეთ დროს მათი ნდობა და ძალიან მძიმე შრომაა საჭირო.


ისინი გეტყვიან, რომ ძალიან მომთხოვნი ვარ. მაგრამ იციან, რომ ყველასთვის საუკეთესო მინდა. როგორც კი ყველამ ეს გაიგო, საოცარი ატმოსფერო შევქმენით და ახლა გულშემატკივრებმა მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ - ევროპა ლიგის საგზური.“


თუმცა, კითხვაზე, ხომ არ გადაიფიქრებდა წასვლის გადაწყვეტილებას, მან უპასუხა:


არა. მახსოვს, ერთხელ მკითხეთ ამის შესახებ აკადემიაში, როცა გულშემატკივრებმა ბანერი მოამზადეს და ცოტა რთული პერიოდი გვქონდა. ახლაც იგივეა. საკუთარ თავს ფეხბურთელების მსახურად ვხედავ, კლუბის მსახურად და ადამიანად, რომელიც მიმართულებას აძლევს.


დღეს სასტუმროში შეხვედრაზე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გულშემატკივრებისგან ბევრი შეტყობინება მივიღე, სადაც წერდნენ: ‘მადლობა ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღისთვის,’ და ამას ძალიან ვაფასებ.


ზუსტად იგივე ვუთხარი ფეხბურთელებსაც. ამიტომ მადლობა უნდა გადავუხადო ფეხბურთელებს და მადლობა გულშემატკივრებსაც, ეს ყველაფერი ერთნაირად მნიშვნელოვანია.“


ადამ უორტონი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, მიუხედავად იმისა, რომ რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ თამაშამდე მისი მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, რადგან კვირას არსენალთან მატჩში კოჭის ტრავმით მოედანი დატოვა.


„ბოლო რამდენიმე დღე თითქმის მთლიანად ყინულში მქონდა ფეხი, რომ შეშუპება შემცირებულიყო. ნორმალურად დარტყმაც კი არ შემეძლო. კომფორტული არ იყო, მაგრამ ასეთ ფინალს უბრალოდ ვერ გამოვტოვებდი მხოლოდ ოდნავ შეშუპებული კოჭის გამო,“ - თქვა მან.


რაიოს მწვრთნელმა ინიგო პერესმა განაცხადა, რომ მატჩის ხელახლა ყურება ძალიან გაუჭირდება, მას შემდეგ რაც მის გუნდს ისტორიაში პირველი დიდი ტიტულის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა.


„რაც შიგნიდან გტეხავს, ხალხის ცრემლების ხილვაა, როცა ისინი შენს გამხნევებას ცდილობენ. ტაქტიკურად ისინი ჩვენზე უკეთესები იყვნენ და გამარჯვებასთან ახლოსაც კი არ ვყოფილვართ,“ - თქვა მან.


პირველი ევროპული ტიტული ისტორიაში - კრისტალ პალასი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

გლასნერი
კონფერენს ლიგა
კრისტალ პალასი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

არეულობა კონფერენს ლიგის ფინალის წინ - პოლიციამ ფანები დააკავა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

არეულობა კონფერენს ლიგის ფინალის წინ - პოლიციამ ფანები დააკავა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველი ევროპული ტიტული ისტორიაში - კრისტალ პალასი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პირველი ევროპული ტიტული ისტორიაში - კრისტალ პალასი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

უორტონი გლასნერსა და ჩაშლილ ზეიმებზე საუბრობს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

უორტონი გლასნერსა და ჩაშლილ ზეიმებზე საუბრობს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

მომავალ სეზონში ევროტურნირებზე პრემიერ ლიგის 9 კლუბი ითამაშებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მომავალ სეზონში ევროტურნირებზე პრემიერ ლიგის 9 კლუბი ითამაშებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

27 მაი, 2026

არეულობა კონფერენს ლიგის ფინალის წინ - პოლიციამ ფანები დააკავა

News image

14 სთ წინ

პირველი ევროპული ტიტული ისტორიაში - კრისტალ პალასი კონფერენს ლიგის გამარჯვებულია

News image

13 სთ წინ

უორტონი გლასნერსა და ჩაშლილ ზეიმებზე საუბრობს

News image

2 სთ წინ

მომავალ სეზონში ევროტურნირებზე პრემიერ ლიგის 9 კლუბი ითამაშებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება