ზედიზედ მეორე წელია, კონფერენს ლიგას ინგლისური გუნდი იგებს.
რანგით მე-3 ევროპული ტურნირის ფინალში კრისტალ პალასმა რაიო ვალეკანოს 1:0 ჟან-ფილიპ მატეტას გოლით სძლია და კლუბის ისტორიაში პირველი ევროტურნირის მოგება შეძლო.
კრისტალ პალასის ისტორიაში ეს მთლიანობაში მესამე ტიტულია და სამივე კლუბმა ოლივერ გლასნერის ხელმძღვანელობით მოიგო (წინა სეზონში ინგლისის თასი, წელს კი სუპერთასი და ახლა უკვე კონფერენს ლიგა).
საინტერესოა, რომ რაიო ვალეკანოც, თავის მხრივ, ასევე პირველი ევროტურნირის მოგებისთვის იბრძოდა.
გასულ წელს კონფერენს ლიგა ჩელსიმ მოიგო, რომელმაც ფინალში ასევე ლა ლიგის წარმომადგენელი - ბეტისი 4:1 გაანადგურა.
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ჩახურვამდე კი ერთადერთი მატჩი რჩება - ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც 30 მაისს, პსჟ-სა და არსენალს შორის გაიმართება.