Geo Team-ის ცნობით, გიორგი მიქაუტაძე ლიონში ახალ სეზონშიც 69-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
თავისუფალი გახდა 9 და 10, თუმცა ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ 69 ნომრით ლიონის ღირსების დაცვა მეტია, ვიდრე უბრალოდ სათამაშო ნომერი.
ასევე წყაროს ინფორმაციით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლიონი გიორგი მიქაუტაძეს არ გაყიდის.
კლუბმა ამის შესახებ ფეხბურთელსაც განუცხადა - მეტიც, ახალ სეზონში ქართველს მთავარ ლიდერად განიხილავენ.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დამატების მცდელობა მიმდინარე ზაფხულში არაერთ გუნდს ჰქონდა, თუმცა ლიონმა ყველა კლუბის წინადადება დაბლოკა.