არდა გიულერი მადრიდის რეალთან ახალი კონტრაქტის ხელმოწერასთან ახლოსაა.
The Athletic-ის ინფორმაციით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს ხელშეკრულების 2032 წლამდე გახანგრძლივებაზე. მოქმედი შეთანხმება 2029 წლამდეა ძალაში.
ახალი კონტრაქტით თურქი ფეხბურთელის ხელფასიც მოიმატებს, როგორც მისი ამჟამინდელი, ძირითადი შემადგენლობის წევრის როლს უფრო შეეფერება.
გიულერი რეალში ფენერბაჰჩედან 2023 წელს, 20 მილიონ ევროდ გადავიდა.
ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მან 4 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.