საბა გოგლიჩიძე იტალიური უდინეზედან ინგლისურ უოტფორდში გადასვლასთან ახლოსაა.
Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, უოტფორდელთა და უდინელთა ხელმძღვანელობა იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებას, რათა ქართველ მცველს მეტი სათამაშო დრო და განვითარების სივრცე მიეცეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ამ კლუბს პოცოების ოჯახი ფლობს.
გამოცემის თანახმად, კლუბებს პრინციპულ დეტალებზე შეთანხმება უკვე აქვთ და დიდი შანსია, 21 წლის უკანახაზელის ინგლისში გადაბარგების შესახებ უახლოეს საათებშივე გამოცხადდეს.
თუკი ასე მოხდა, გოგლიჩა უოტფორდში გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება.
საბას უდინეზეს რიგებში, 29 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ 3 წუთი აქვს ნათამაშები და კოსტა რუნიაიჩის პრიორიტეტულ კანდიდატურებში აშკარად არაა.
საბა გოგლიჩიძე 2025 წლის ზაფხულში უდინეზეში ემპოლიდან 4 მლნ ევროს სანაცვლოდ გადავიდა. უდინეზეს ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია.