პეპ გვარდიოლამ ისაუბრა, თუ რატომ გახდა ერლინგ ჰალანდი მანჩესტერ სიტის ერთ-ერთი კაპიტანი.
„ძნელია იპოვო ნამდვილი მსოფლიო დონის ფეხბურთელი, რომელიც საოცრად თავმდაბალია და ფიქრობს, რა არის საუკეთესო გუნდისთვის.
მე ვიცი, რომ მას სურს გოლის გატანა, ვიცი მისი გავლენა, მისი გოლები გვეხმარება, მაგრამ მეჩვენება, რომ ის ყოველთვის ფიქრობს, რა არის საუკეთესო გუნდისთვის.
იშვიათად იპოვი მსოფლიო დონის ფეხბურთელს, რომელსაც აქვს ასეთი უნარი, ტალანტი, გულუხვობა, სიკეთე - ერლინგი სწორედ ასეთია. ეს სიურპრიზი იყო, რადგან ჩვეულებრივ ფორვარდს მხოლოდ ერთი რამ აქვს თავში - გოლები, გოლები, გოლები.
რა თქმა უნდა, მას უნდა გოლების გატანა, ესაა საუკეთესო გზა დასახმარებლად, ეს ნათელია, მაგრამ სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ასე, რადგან ამ ბიჭმა 10-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და რაც უფრო მეტად ჩართული იქნება ბევრ საკითხში, მით უკეთესი იქნება... როგორც მისთვის, ისე კლუბისთვის!“ - განაცხადა სიტის თავკაცმა.