მანჩესტერ სიტის ვარსკვლავმა, ერლინგ ჰალანდმა, პრემიერ ლიგის 33-ე ტურში არსენალთან მატჩში, გაბრიელ მაგალაეშთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა.
შეხვედრის დროს ლონდონელთა მცველი, გაბრიელი, ნორვეგიელს ზურგზე შეახტა, რასაც ფეხბურთელებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. არბიტრმა ენტონი ტეილორმა ორივე მოთამაშე ყვითელი ბარათით დასაჯა.
„ეს პრემიერ ლიგაა, აქ ბრძოლის ელემენტები ყველგანაა. ბევრი დუელია და ხანდახან ჩემს შეყვარებულს ეს არ მოსწონს, მაგრამ ასეთია თამაშის რეალობა.
ვფიქრობ, ეს საწითლე ეპიზოდი იყო. დარწმუნებული ვარ, უმეტესობა დამეთანხმებით, რომ გაბრიელს გააძევებდნენ, მე რომ დავცემულიყავი. თუმცა, ამას არასდროს გავაკეთებდი, რადგან მამა ყოველთვის მასწავლიდა, რომ ფეხზე მყარად უნდა ვიდგე. ასეც მოვიქეცი: წონასწორობა შევინარჩუნე და ამისთვის ყვითელი ბარათი მივიღე.
საჩემპიონო ბრძოლა? „ამ მომენტისთვის ისინი [არსენალი] კვლავ ლიდერობენ ცხრილს. მათზე ბევრი ლაპარაკი არ მინდა - მსურს, რომ საკუთარ თავზე მოვახდინოთ კონცენტრირება და დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ“, - განაცხადა ჰალანდმა.