ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, სავარაუდოა, რომ ჯონ სტოუნსი ზაფხულში მანჩესტერ სიტის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
31 წლის მცველს სურს სეზონის ბოლომდე გუნდს დაეხმაროს, ამის მერე კი ქალაქელთა შემადგენლობაში ისტორიის შექმნის შემდეგ, წასვლას გეგმავს.
შესაბამისად ეს იმას ნიშნავს, რომ ბერნარდუ სილვასთან ერთად მანჩესტერ სიტიდან ზაფხულში ბოლო წლების კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე წავა.
ჯონ სტოუნსი სიტის 2016 წელს ევერტონიდან შეუერთდა და პრემიერ ლიგაში 178 მატჩი ჩაატარა, ამასთან 10 გოლიც გაიტანა.
ინგლისელმა მცველმა მანჩესტერულ გუნდთან ერთად 6 პრემიერ ლიგა, 2 FA თასი, 3 ლიგის თასი, 2 ქომუნითი შილდი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 უეფას სუპერ თასი და 1 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ბერნარდუ სილვას გამოსამშვიდობებელი წერილი