ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ტოპ 10: ვინ არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
ფეხბურთიფეხბურთი

ტოპ 10: ვინ არის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი

21 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა


ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებამდე ცოტა დრო რჩება. მანამდე კი შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების ათეულს, რომლებსაც ექნებათ შანსი ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დაისკუთრონ და ისეთ ფეხბურთელებს სიას შეუერთდნენ, როგორებიც არიან ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ზინედინ ზიდანი თუ რონალდინიო…

10. ანტუან გრიზმანი 


პატარა პრინცის ბოლო შანსი ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. ანტუან გრიზმანი სწორედ ის ფეხბურთელია, რომელიც შესაძლოა ჩოლოს გუნდის წარმატების იქს-ფაქტორი აღმოჩნდეს.



9. უსმან დემბელე


ამ ჯილდოს უკანასკნელ მფლობელს ისეთივე ფეიერული სეზონი ვერ აქვს, როგორც წინა, თუმცა გადამწყვეტი მატჩები წინ არის და უსმან დემბელე სწორედ ის ფეხბურთელია, რომელსაც ასეთ შეხვედრებში სხვაობის შექმნა შეუძლია.



8. კილიან მბაპე


კილიანი ამ სიის ერთადერთი გავარდნილი წარმომადგენელია — 15 გოლი და 1 საგოლე გადაცემა. ბაიერნთან გატანილი 2 გოლის შემდეგ ფრანგი ერთ ნაბიჯში იყო კრიშტიანუს რეკორდთან.



7. დეკლან რაისი
არსენალის ჩემპიონთა ლიგური კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ინგლისელ ნახევარმცველს, ამ ჯილდოს დასაკუთრების საკმაოდ კარგი შანსი ექნება. დეკლან რაისი უკვე სამი სეზონია არსენალის ლიდერია და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს ფავორიტთა სიაში გვხვდება.



6. ვიტინია


პარი სენ-ჟერმენის ნახევარდაცვის მაესტრო უკვე მეორე სეზონია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევა და პარიზელთა თამაშში უდიდეს განსხვავებას ქმნის. ბევრის აზრით, სწორედ ის იყო გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ბაიერნთან მატჩებში მასზე ისევ ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.



5. დავიდ რაია


მეთოფეთა კარის დარაჯმა ამ სეზონში უკვე 8-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა და ერთი უგოლო მატჩი აკლია კეილორ ნავასის რეკორდის გამეორებამდე. შესაძლოა, ესპანელი მეკარე არსენალის წარმატების მთავარი ფაქტორი გახდეს.



4. მაიკლ ოლისე


მადრიდის რეალთან ბრწყინვალე პერფორმანსების შემდეგ ფრანგს უკვე 4 გოლი და 6 საგოლე გადაცემა დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებაში. Mr. Nonchalant ამჯერად მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველს დაუპირისპირდება.



3. ხულიან ალვარესი


არგენტინელი ფორვარდი უდავოდ ჩოლოს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელია და ამას მისი სტატისტიკაც ადასტურებს — 13 მატჩში: 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემა. აწიოკებული ტოტენჰემი და არაამქვეყნიური საჯარიმო დარტყმა კამპ ნოუზე. ნახევარფინალური გამოცდის ჩაბარება კი ხულიანს ტურნირის საუკეთესო მეკარესთან მოუწევს.



2. ხვიჩა კვარაცხელია


ქართველი ლიგაზე ისტორიულ სეზონს ატარებს — ნახევარფინალებამდე 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა სწორედ ის ციფრებია, რომლებმაც შესაძლოა მას ტურნირის MVP-ის ჯილდო მოუტანოს. კვარა პარიზელთაგან საუკეთესო იყო როგორც ჩელსისთან, ასევე ლივერპულთან დაპირისპირებებში, რაც არაერთ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოში აისახა.



1. ჰარი კეინი


გასაკვირი არ არის, რომ ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელობის მთავარ ფავორიტად ითვლება. ჰარი ერთდროულად თამაშობს ექვსიანზე, რვიანზე და ცხრიანზე. ამის მიუხედავად, კეინმა 11 თამაშში 12 გოლის გატანა მაინც მოახერხა და რეკორდმაისტერს მე-7 ტიტულისკენ უძღვება.


ნიკოლოზ კვარაცხელია

ნიკოლოზ კვარაცხელია

არსენალი
გრიზმანი
ჰარი კეინი
მაიკლ ოლისე
პსჟ
უსმან დემბელე
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

10 საუკეთესო ფეხბურთელი მუნდიალს მიღმა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

10 საუკეთესო ფეხბურთელი მუნდიალს მიღმა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას გარემოცვა დისკუსიისთვის მზადაა - რა უშლის არსენალს ხელს?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარას გარემოცვა დისკუსიისთვის მზადაა - რა უშლის არსენალს ხელს?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის სინანული - კვარა ბწყინავს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის სინანული - კვარა ბწყინავს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფეხბურთო ომი ინგლისში - დღეს გადაწყდება პრემიერ ლიგის ბედი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საფეხბურთო ომი ინგლისში - დღეს გადაწყდება პრემიერ ლიგის ბედი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

10 საუკეთესო ფეხბურთელი მუნდიალს მიღმა

News image

4 სთ წინ

კვარას გარემოცვა დისკუსიისთვის მზადაა - რა უშლის არსენალს ხელს?

News image

3 სთ წინ

ლივერპულის სინანული - კვარა ბწყინავს

News image

2 სთ წინ

საფეხბურთო ომი ინგლისში - დღეს გადაწყდება პრემიერ ლიგის ბედი?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება