„27 დღეში ცხრა მატჩს ჩავატარებთ“, — განაცხადა ლუის ენრიკემ კვირა ღამეს, ლიონის ოლიმპიკთან მარცხის (2:1) შემდეგ.
ესპანელი მწვრთნელის სიტყვებში იმედგაცრუება იგრძნობოდა, როდესაც ის პსჟ-ს გადატვირთულ გრაფიკზე საუბრობდა, თუმცა ეს ჯოჯოხეთური კალენდარი, რომლის წინაშეც საფრანგეთისა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები აღმოჩნდნენ, დიდწილად მათივე მიზეზით შეიქმნა.
ოთხშაბათს პსჟ ნანტს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა თავიდან მარტის შუა რიცხვებში იყო დაგეგმილი, მაგრამ სწორედ პარიზელების თხოვნით გადაიწია, რათა გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთან მატჩებისთვის უკეთ მომზადების საშუალება ჰქონოდა.
მსგავსი ზომები იქნა მიღებული ლივერპულთან ორრაუნდიანი დაპირისპირების წინაც. მაშინ ლანსთან მატჩი გადაიდო, რომელიც ახლა, ლიგა 1-ის სეზონის ბოლო ორ ტურს შორის ჩაინიშნა.
ლიონთან წაგების შემდეგ ლუის ენრიკემ თქვა:
სხვა რა გზაა? 27 დღეში ცხრაჯერ უნდა ითამაშო. გამოსავალი როტაციაა. თუ ეს არ გესმით, ესე იგი საერთოდ ვერაფერს ხვდებით.