გიორგი გოჩოლეიშვილმა გერმანული ჰამბურგი დატოვა და შახტარ დონეცკის რიგებში დაბრუნდება. ამის შესახებ სოციალური მედია GEO TEAM-ი წერს.
ქართველი ლატერალი გერმანიის სიდიდით მე-2 ქალაქის კლუბს სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, ბუნდესლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და აქტივში 1 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ასევე, 3 სათასო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
25 წლის გოჩოლეიშვილს, რომელიც ჰამბურგში იჯარით იმყოფებოდა, შახტართან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 2.5 მლნ ევროა.
უკრაინულ კლუბში მისი თანაგუნდელი კვლავ ირაკლი აზაროვი იქნება, რომელიც მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და როტაციის ფეხბურთელის სტატუსი აქვს.