ბაიერნის თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ბუნდესლიგის რეკორდი დამყარა.
ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში უნიონთან ინგლისელმა დუბლი შეასრულა და ტურნირზე მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.
VIDEO: ოლისეს ჰეთ-თრიკი და კეინის დუბლი - ბაიერნმა უნიონი გააცამტვერა
ინგლისელმა სამნიშნა ნიშნულს ისტორიაში ყველაზე სწრაფად მიაღწია – ამისთვის მას სულ რაღაც 98 თამაში დასჭირდა.
მანამდე რეკორდი დითერ მიულერს (კიოლნი) ეკუთვნოდა, რომელმაც 100 გოლის გატანა 129 მატჩში მოახერხა.