ბუნდესლიგის მე-4 ტურში მიუნხენის ბაიერნმა საკუთარ მოედანზე უნიონ ბერლინი გაანადგურა.
შეხვედრა ალიანც არენაზე გაიმართა და მიუნხენელთა გამარჯვებით 7:0 დასრულდა.
ჰეთ-თრიკით თავი მაიკლ ოლისემ გამოიჩინა, ორი გოლი ჰარი კეინმა შეაგდო, თითოჯერ კი თავი ჯამალ მუსიალამ და ისმაილ საიბარიმ გამოიჩინეს.
ბაიერნმა 4 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილის სათავეში მოექცა, უნიონი კი ერთადერთი ქულის ამარაა და მე-16 პოზიციას იკავებს.
1-0 მუსიალა 18'
2-0 კეინი 39'
3-0 ოლისე 43'
4-0 კეინი 54'
5-0 საიბარი 70'
6-0 ოლისე 73'
7-0 ოლისე 76'