ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის მცველმა, დინ ჰაუსენმა ლამინ იამალისა და დანი კარვახალის ინციდენტზე ისაუბრა.
"იამალი და კარვახალი? მოედანზე ერთმანეთის მოკვლა გვინდა, მაგრამ მოედანს გარეთ ძალიან კარგი გარემოა. ეს ასე უნდა იყოს.
აქ როგორც თანაგუნდელები ისე მოვდივართ, მაგრამ როცა კლუბებში ვთამაშობთ, ჩვენ მეტოქეები ვართ. ეს ნორმალურია." - განაცხადა ჰაუსენმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ელ კლასიკოს შემდეგ იამალსა და კარვახალს შორის სიტუაცია დაიძაბა, ეს კი ბარსელონას შემტევის კომენტარს მოჰყვა, რომელიც რეალის შესახებ გააკეთა.
ესპანეთის ნაკრები 15 ნოემბერს საქართველოს დინამო არენაზე დაუპირისპირდება. ფურია როხას ამ სანაკრებო შესვენებაზე ლამინ იამალი ვერ დაეხმარება.
"პროცედურა ჩვენი ინფორმირების გარეშე ჩატარდა" - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იამალზე