რეალის და ვალენსიას ყოფილმა მეკარემ, სანტიაგო კანისარესმა, ესპანეთის ნაკრების განაცხადიდან ლამინ იამალის ამოგდებაზე გააკეთა კომენტარი.
18 წლის შემტევი დაზიანების გამო ნოემბერში საქართველოსთან და თურქეთთან მატჩებს გამოტოვებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში გაკვირვებულები დარჩნენ იმით, რომ იამალმა დისკომფორტის მკურნალობის პროცედურა მათი საქმის კურსში ჩაყენების გარეშე წამოიწყო.
„შესაძლოა, ხანგრძლივ პერსპექტივაში იამალისთვის 10-15 დღე დასვენება აჯობებს, მაგრამ იყო ნამდვილად ამის ასეთი გასაიდუმლოება და ეგოების ბრძოლა საჭირო?
ისტორიულად ისე მოეწყო, რომ ბარსელონა, კრუიფის ეპოქიდან დაწყებული, ცდილობდა ფეხბურთელების ნაკრებში ასპარეზობა მაქსიმალურად შეეზღუდა." - აღნიშნა კანისარესმა.
იამალმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებიც ანალოგიური დისკომფორტის გამო გამოტოვა.