მადრიდის რეალის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ივან სამორანომ ლამინ იამალზე ისაუბრა.
„ლამინ იამალს მე არ გავუფორმებდი კონტრაქტს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მას არ აქვს რეალის სული. რეალი კლასისა და კულტურის კლუბია და მისი ფეხბურთელები უნდა ასახავდნენ ამას.
მესისგან არასდროს მომისმენია, ეთქვა, თითქოს ჩვენ რამე მოვპარეთ და ის ხომ მსოფლიოს საუკეთესო იყო. 17 წლის ბიჭი სიტყვებით არ უნდა გამოირჩეოდეს, შენ თავს მოედანზე ამტკიცებ.
ბარსა უნდა დაეხმაროს ლამინ იამალს, იპოვოს თავისი გზა. მხოლოდ მაშინ შეძლებს ის გახდეს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი და ნამდვილად შექმნას მემკვიდრეობა.
მე პედრის ავირჩევდი. ის მოკრძალებულია, მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა საჭიროა და მის მაგივრად მისი ფეხბურთი საუბრობს. აი, ეს არის რეალის ნამდვილი სული.“ - განაცხადა ჩილელმა.