ჩაბი ალონსოს და ვინისიუსის კონფლიქტში, ფლორენტინო პერესი მწვრთნელის მხარეს არ არის.
El Desmarque-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესსა და ჩაბი ალონსოს შორის საუბარი შედგა, რომლის დროსაც პრეზიდენტმა მწვრთნელს შექმნილი ვითარებით თავისი უკმაყოფილება და უთანხმოება გამოუთქვა.
პერესს არ მოსწონს, რომ ბოლო დროს ვინისიუსი გუნდში თავის წამყვან როლს კარგავს.
წყარო ხაზს უსვამს, რომ ძალაუფლებისთვის ამ ბრძოლაში ვინისიუსსა და ალონსოს შორის, ფლორენტინო პერესი ფეხბურთელის მხარეს არის.
შეგახსენებთ, რომ ელ კლასიკოში ალონსომ ვინისიუსი 72-ე წუთზე შეცვალა, რასაც ბრაზილიელის უკმაყოფილება მოჰყვა - ფეხბურთელმა მოედანზე ჩხუბით დატოვა და მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა. რამდენიმე დღეში, ვინიმ აღნიშნულის გამო სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა, თუმცა თავის საბოდიშო სიტყვაში ალონსო არ უხსენებია.