ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ლამინ იამალის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.
„შოკირებული ვარ, მსგავსი რამ აქამდე არასდროს გამომიცდია და ვფიქრობ, ეს საერთოდ არ არის ნორმალური.
ყველა გაოცებულია - არაფერი იცი, არანაირი ინფორმაცია არ მოდის შენამდე, არანაირი დეტალი არ იცი და უცებ ამას გეუბნებიან.“ - განაცხადა ფურია როხას თავკაცმა.
ლამინ იამალმა, რომელიც ნოემბრის მატჩებისთვის ნაკრებში იყო გამოძახებული, ექიმების რეკომენდაციით 7-10 დღე უნდა დაისვენოს და შესაბამისად ის საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს.
"პროცედურა ჩვენი ინფორმირების გარეშე ჩატარდა" - ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია იამალზე