ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ლამინ იამალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახური გაოცებულია იმის გაგების შემდეგ, რომ ორშაბათს, იმავე დღეს, როდესაც ეროვნული ნაკრების შეკრება დაიწყო, ლამინ იამალმა ინვაზიური პროცედურა ჩაიტარა, რომელიც მიზნად ისახავდა ბოქვენის არეში არსებული ტკივილის მკურნალობას.
აღნიშნული პროცედურა ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წინასწარი ინფორმირების გარეშე ჩატარდა და მათ მხოლოდ გუშინ მიღებული ანგარიშიდან შეიტყვეს დეტალები, სადაც მითითებული იყო ექიმის რეკომენდაცია 7–10 დღიანი დასვენების შესახებ.
ამ სიტუაციიდან გამომდინარე, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ფეხბურთელის მიმდინარე შეკრებიდან გათავისუფლების შესახებ.
გვჯერა, რომ ის დროულად გამოჯანმრთელდება და ვუსურვებთ მას სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას." - წერია განცხადებაში.
შესაბამისად ლამინ იამალი ბარსელონაში დაბრუნდება და საქართველოს ნაკრებთან მატჩს გამოტოვებს, რომელიც 15 ნოემბერს დინამო არენაზე გაიმართება.