პოლ პოგბა კარიერას მონაკოში გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებმა ორწლიანი კონტრაქტი შეათანხმეს 2027 წლის ივნისამდე.
უახლოეს პერიოდში პოგბა მონაკოში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ პოგბა დეკემბრის შემდეგ უკლუბოდაა - ფრანგმა იუვენტუსთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 2024 წლის ბოლოს გაწყვიტა.
ბოლო მატჩი პოგბამ 2023 წლის შემოდგომაზე ჩაატარა - შემდეგ მას ჩავარდნილი დოპინგ-ტესტის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით 18 თვემდე შემცირდა და ფეხბურთელს მოედანზე გასვლის უფლება 2025 წლის მარტში დაუბრუნდა.