ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, LAFC-მ ჰინ-მინ სონს შეთავაზება გაუგზავნა.
ამერიკულ გუნდს სურს, რომ სამხრეთ კორეელი პროექტით ახალი ვარსკვლავი გახდეს.
გადაწყვეტილება სონზეა, რომელიც ტოტენჰემის ახალ მთავარ მწვრთნელ ტომას ფრანკს გაესაუბრება და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მალე მიიღებს.
სპურსი სონს ნებას მისცემს, შემდეგ ნაბიჯთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს.
ჰინ-მინ სონმა გასულ სეზონში ტოტენჰემთან ერთად პირველი ტიტული მოიგო და კაპიტნის რანგში ევროპა ლიგის ტიტული აღმართა.
33 წლის შემტევი უკვე 10 წელი ლონდონური გუნდის ფეხბურთელია, სადაც ლევერკუზენიდან გადავიდა.