ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

იამალმა ძალა მუნდიალზე უნდა დაამტკიცოს
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

იამალმა ძალა მუნდიალზე უნდა დაამტკიცოს

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, მარიო კემპესმა, ესპანელი სენსაცია ლამინ იამალი გააფრთხილა, რომ ნამდვილი სუპერვარსკვლავის სტატუსის მოსაპოვებლად მას მსოფლიო ჩემპიონატზე დიდი გავლენის მოხდენა სჭირდება.


1978 წლის მუნდიალის გამარჯვებული მიიჩნევს, რომ ლეგენდის სტატუსი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ფეხბურთელს უდიდეს სცენაზე საკუთარი ქვეყნის წინ გაძღოლა შეუძლია.

FCB World-ის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში კემპესმა აღნიშნა, რომ სანაკრებო ტურნირების წნეხი სრულიად განსხვავდება საკლუბო ფეხბურთისგან:

მან უნდა დაამტკიცოს, რომ სუპერვარსკვლავია. ბარსელონაში მისი ძალა ყველამ უკვე ვნახეთ, მაგრამ ახლა მოდით, ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახოთ. სწორედ აქ ჩანს დიდი ფეხბურთელების ნამდვილი ფასი. მუნდიალი არ არის ისეთივე, როგორც კლუბში თამაში. ჩემპიონთა ლიგის წყალობით ბარსელონას მოთამაშეებს საერთაშორისო დონეზე ვიცნობთ, მაგრამ ეს მსოფლიო თასია, აქ სულ სხვა წნეხია


კემპესმა ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იამალის ლიდერული პოტენციალისა, ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის ნამდვილი გული ამჟამად პედრია, რომელიც თამაშის ტემპს კარნახობს და ბურთს აკონტროლებს.

18 წლის იამალის მუნდიალის სტარტი მარტივი არ ყოფილა, რადგან ის ტურნირს მძიმე ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა და სამწვრთნელო შტაბი მის წუთებს უფრთხილდება. მიუხედავად ამისა, საუდის არაბეთთან გატანილი გოლის შემდეგ, მოლოდინები დიდია. ავსტრიის ნაკრების მწვრთნელმა რალფ რანგნიკმაც კი აღნიშნა, რომ თუ იამალი ჯანმრთელობას შეინარჩუნებს, მას ლიონელ მესის დონის მიღწევა შეუძლია. ესპანეთის ნაკრები პლეი-ოფში ავსტრიასთან მატჩისთვის ემზადება, სადაც იამალს კემპესის გამოწვევაზე პასუხის გაცემის შანსი ექნება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ესპანეთის ნაკრები
ლამინ იამალი
მსოფლიო ჩემპიონატი
spain
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სჭირდება ჰარი კეინს დასვენება?

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სჭირდება ჰარი კეინს დასვენება?
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყება!

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყება!
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისის სერიოზული გაძლიერება პლეი-ოფის წინ

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ინგლისის სერიოზული გაძლიერება პლეი-ოფის წინ
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარმა საკუთარ თავს ერთ მილიონიანი საჩუქარი გაუკეთა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარმა საკუთარ თავს ერთ მილიონიანი საჩუქარი გაუკეთა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

5 სთ წინ

სჭირდება ჰარი კეინს დასვენება?

News image

5 სთ წინ

ნამდვილი მსოფლიო ჩემპიონატი ახლა იწყება!

News image

1 სთ წინ

ინგლისის სერიოზული გაძლიერება პლეი-ოფის წინ

News image

1 სთ წინ

ნეიმარმა საკუთარ თავს ერთ მილიონიანი საჩუქარი გაუკეთა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება