ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ნეიმარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ფუფუნების საგნების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული აკავშირებს.
მუნდიალის დაძაბული გრაფიკის პარალელურად, სელესაოს ათიანმა თავისუფალი დროით ისარგებლა და ნიუ-იორკში შოპინგისას თავის ისედაც შთამბეჭდავ კოლექციას მილიონ დოლარად შეფასებული საათი შემატა.
Globo-ს ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელი Jacob & Co-ს წამყვან მაღაზიას ეწვია, სადაც მას ბრენდის დამფუძნებელი, ცნობილი იუველირი ჯეიკობ არაბო პირადად დახვდა. არაბომ სოციალურ ქსელში ფოტოებიც გააზიარა და აღნიშნა, რომ ნეიმარი მათი ბრენდის ძველი მეგობარია და მოხარულია, რომ მან პლანეტის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირის დაწყებამდე მათთან სტუმრობა მოასწრო.
ექსპერტების შეფასებით, ბრაზილიელი ფორვარდის საათების კოლექციის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.
ეს განტვირთვა ფეხბურთელისთვის მძიმე მენტალური პერიოდის შემდეგ მოხდა. ნიუ-იორკში გამგზავრებამდე ნეიმარმა ნაკრებში თავისი 981-დღიანი პაუზა დაასრულა, რომელიც მუხლის მძიმე ტრავმით იყო გამოწვეული. მოედანზე შოტლანდიასთან დაბრუნების შემდეგ მან ემოციები ვერ შეიკავა და ატირდა. ახლა მისი ყურადღება კვლავ მოედნისკენ არის მიმართული, რადგან კარლო ანჩელოტის ბრაზილია 1/16 ფინალში იაპონიასთან მატჩისთვის ემზადება.