ლონდონის არსენალის მიერ 17 წლის ანდრია ბართიშვილთან წინასწარი კონტრაქტის გაფორმებას ბრიტანულ და ქართულ სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სატრანსფერო შეთანხმება ოფიციალურად 2026 წლის 11 სექტემბერს დადასტურდა და მისი ღირებულება დაახლოებით 3.85-იდან 4 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, ტრანსფერი ძალაში 2027 წლის ივლისში შევა, როდესაც ფეხბურთელს 18 წელი შეუსრულდება.
ამჟამად 1.70 მეტრი სიმაღლის შემტევი ნახევარმცველი და გარემარბი იჯარის წესით თბილისის იბერია 1999-ში ასპარეზობს, სადაც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშა, ოქტომბრიდან კი გუნდთან ერთად კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე გამოვა.
ბართიშვილმა საფეხბურთო განათლება დინამო თბილისის აკადემიაში მიიღო, რის შემდეგაც 2024 წელს U17 ფეხბურთელებს შორის ალექსანდრე ჩივაძის ვერცხლის მედალი გადაეცა. 2025 წლის 1 აპრილს მან კოლხეთი 1913-ის შემადგენლობაში 16 წლისა და 2 დღის ასაკში ითამაშა და სეზონის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ხოლო სეზონის ბოლოს ეროვნული ლიგის წლის საუკეთესო U17 ფეხბურთელად დასახელდა.
2026 წლის იანვარში იგი იჯარით იბერია 1999-ს შეუერთდა, სადაც 20 მაისს გაგრასთან პირველი გოლი გაიტანა. ამასთანავე, 2026 წლის მარტში მას დებიუტი ჰქონდა საქართველოს U21 ნაკრებში.
ბრიტანულმა გამოცემა GIVEMESPORT-მა ბართიშვილს ვრცელი სტატია მიუძღვნა და აღნიშნა, რომ არსენალში მას 16 წლის მაქს დაუმანთან ერთად კლუბის მომავალ ტალანტად მოიაზრებენ. გამოცემამ ორივე ფლანგზე მოთამაშე ქართველი ვუნდერკინდი პარი სენ-ჟერმენში მოასპარეზე ხვიჩა კვარაცხელიას შეადარა.
ქართველი ვუნდერკინდი ლონდონელთა ყურადღების ცენტრში - რას წერს GIVEMESPORT ბართიშვილზე?
იბერია 1999-ში იჯარით თამაში და კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ასპარეზობა ბართიშვილს საშუალებას აძლევს, ინგლისში გამგზავრებამდე საერთაშორისო გამოცდილება დააგროვოს.