ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში, ზუგდიდის ოდიში 1919-მა იბერია 2 დაამარცხა და რანგით მე-2 დივიზიონში თამაშის უფლება მიიღო.
გუნდებს შორის თბილისში გამართული შეხვედრა 2:2 დასრულდა, სამეგრელოში კი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. გოლები აიატულე აკონდოსა და ოთარ კვერნაძის ანგარიშზეა.
მეგრულ კლუბს გამოცდილი, 64 წლის ბესიკ შეროზია წვრთნის. ოდიში გასულ სეზონში მე-4 ლიგიდან მესამეში დაწინაურდა, წელს კი კიდევ ერთი დივიზიონით მაღლა აიწია - ორივე სეზონში გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მთავარი მწვრთნელის ასისტენტ მაკარ აქუბარდიასაც ჰქონდა.
შეგახსენებთ, ლიგა 3-დან ეროვნული ლიგა 2-ის საგზური სართიჭალის შტურმმა და გორის გორმა პირდაპირ მოიპოვეს, კიდევ ერთ პლეი-აუტში კი დუშეთის არაგვმა თბილისის ლოკომოტივი პენალტებით დაამარცხა და საგზური ამ ფორმით მიიღო.