ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შემდეგ, მოქმედმა 2-გზის ჩემპიონმა იბერია 1999-მა უახლოეს კონკურენტებთან სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
ტურის მთავარ მატჩი, იბერიელებმა ერთ-ერთ კონკურენტ სპაერს სტუმრად, გიორგი კუციასა და ამირან ძაგანიას გოლებით, 2:0 მოუგეს და ცხრილს უკვე 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.
სპაერისა და რუსთავის ვერმოგებით, ისარგებლა დილამ, რომელმაც დინამო ბათუმი 1:0 დაამარცხა და მე-2 პოზიციაზე აინაცვლა. გორელთაგან გამარჯვების გოლი ლაშა მენთეშაშვილმა შეაგდო.
1. იბერია (თბილისი) - 17 ქულა;
2. დილა (გორი) - 13 ქულა;
3. რუსთავი (რუსთავი) - 12 ქულა;
4. ტორპედო (ქუთაისი) - 11 ქულა;
5. სპაერი (თბილისი) - 11 ქულა;
6. მეშახტე (ტყიბული) - 9 ქულა;
7. გაგრა (თბილისი) - 9 ქულა;
8. დინამო (თბილისი) - 8 ქულა;
9. სამგურალი (წყალტუბო) - 8 ქულა;
10. დინამო (ბათუმი) - 7 ქულა.
ბომბარდირთა სიას კვლავ რუსთავის შემტევი ჟანი ლიდერობს - 4 გოლით, ამირან ძაგანიას (იბერია), ლაშა მენთეშაშვილს (დილა), გიგა სამხარაძესა (სპაერი) და გიორგი ჯინჯოლავას (იბერია) კი 3-3 გოლი აქვთ და მე-2 პოზიციას იყოფენ.
მომდევნო ტურში გამოსარჩევი რუსთავისა და იბერია 1999-ის მატჩია, სპაერი დილას უმასპინძლებს, ხოლო დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაიას დებიუტი, დიდი ალბათობით, სამგურალთან გასვლითი შეხვედრისას შედგება - ყველა ეს თამაში 26 აპრილსაა. შემდეგ დღეს, 27 აპრილს გაგრა - მეშახტეს, დინამო ბათუმი კი ტორპედოს მიიღებს.
VIDEO: ქუთაისური ტორნადო - ტორპედომ იმერულ დერბიში სამგურალს გადაურბინა