ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურში ბრენტფორდმა სანდერლენდი 3-0 დაამარცხა.
გამარჯვებული გუნდის მხრიდან დუბლი შეასრულა იგორ ტიაგომ, რომელმაც პრემიერ ლიგის ბრაზილიური რეკორდი მოხსნა. საქმე იმაშია, რომ ბრენტფორდის თავდამსხმელს ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში უკვე 16 გოლი დაუგროვდა.
ამ მაჩვენებლით მან რობერტო ფირმინოს, გაბრიელ მარტინელის და მატეუშ კუნიას შედეგები გააუმჯობესა და პრემიერ ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ბრაზილიელი, რომელმაც ერთ სეზონში ამდენი გოლის გატანა შეძლო.
16 - იგორ ტიაგო (2025/26)
15 - რობერტო ფირმინო (2017/18), გაბრიელ მარტინელი (2022/23), მატეუშ კუნია (2024/25)
იგორ ტიაგო ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე იმყოფება და ერლინგ ჰალანდს 4 გოლით ჩამორჩება.
რაც შეეხება ბრენტფორდს, გუნდი 33 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფი ლივერპული მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.