ბრენტფორდის ოფიციალური გვერდი ადასტურებს, რომ კლუბმა თავისუფალი აგენტის სტატუსით ჯორდან ჰენდერსონი დაიმატა.
პრემიერ ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
35 წლის ინგლისელი პრემიერ ლიგაში საუდის არაბეთსა (ალ-ეტიფაქი) და ნიდერლანდებში (აიაქსი) გატარებული თითო წლის შემდეგ ბრუნდება.
ჰენდერსონმა ლივერპულში 12 წელი ითამაშა, სადაც პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, FA თასი, 2 ლიგის თასი, ქომუნითი შილდი, სუპერ თასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ჯორდანს ინგლისის ნაკრებში 2010 წლის შემდეგ 84 მატჩი აქვს ჩატარებული.