ბრიტანული პრესის ინფორმაციით, რუბენ ამორიმს და ალეხანდრო გარნაჩოს შორის ურთიერთობა გაუარესდა.
ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელიც მანჩესტერმა ტოტენჰემთან (0:1) წააგო, არგენტინელმა ფეხბურთელმა მიღებული სათამაშო დროით უკმაყოფილება გამოთქვა.
„ფინალამდე ყველა ეტაპზე ძირითადში ვიყავი და ფინალში მხოლოდ 20 წუთი ვითამაშე? არ ვიცი... ეს სეზონი სრული ნეხვი გამოვიდა. ახლა უნდა დავისვენო, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება." - აღნიშნა გარნაჩომ.
ამის საპასუხოდ, ამორიმმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩზე გარნაჩო განაცხადს მიღმა დატოვა, შემდეგ კი, როგორც ბრიტანული პრესა წერს, კლუბიდან წასვლაზეც მიუთითა:
„ილოცე, რომ რომელიმე კლუბმა გიყიდოს.", - გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს უთხრა ამორიმმა გარნაჩოს.