ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, გალათასარაისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი შეკითხვა მადრიდის რეალის შემტევს, ვინისიუს ჯუნიორს უკავშირდებოდა, რომელიც ვილიარეალთან გასული უქმეების მატჩში მოედნიდან მეტოქის თმაზე მოქაჩვის გამო გააძევეს.
„იმედია, ოდესმე გაიაზრებთ, რომ არასდროს არ ვპასუხობ რეალზე შეკითხვებს, როცა ამ გუნდს არ ვეთამაშებით. წინ გალათასარაისთან მატჩი გვაქვს და ამ გუნდს პატივი უნდა ვცეთ.
ეს არის წარმოუდგენელი გუნდი საუცხოო სტადიონითა და უნიკალური ატმოსფეროთი.
არ მინდა რეალზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა, რომლის სიტყვებსაც AS ციტირებს.