ფრანგულ მეცში გიორგი ქვილითაიას პრეზენტაცია შედგა.
ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
"მე აქამდეც ვადევნებდი მეცის მატჩებს თვალს და ჩემი თანამემამულეების თამაშს ვუყურებდი. მეცი ქართველებისთვის ნაცნობი ქალაქი გახდა.
მე ტექნიკური მოთამაშე ვარ, კარისკენ ზურგით კომფორტულად ვარ და იმედია, რომ ერთად ჩვენს მიზანს მივაღწევთ და ლიგა 1-ში დავრჩებით.
ამჟამინდელ სიტუაციაზე არ ვწუხვარ, რადგან გუნდი თავდაჯერებული და მჯერა, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია." - განაცხადა ქართველმა.
გიორგი ქვილითაია მეცში გიორგი წიტაიშვილთან და გიორგი აბუაშვილთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ფრანგულ კლუბში 11-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
