Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილი სპორტინგს არ დატოვებს.
წყაროს ცნობით, იანვარში რამდენიმე კლუბისგან გამოხატული ინტერესის მიუხედავად, ქართველმა ფეხბურთელმა ლისაბონურ გუნდში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.
მინიმუმ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე არანაირი წინადადების განხილვა არ იგეგმება, ფეხბურთელის განვლილი კარიერა მუდამ ბრძოლაზე და რთულ სიტუაციებზე იყო აგებული და მიიჩნევს, რომ ის სპორტინგში ადგილს დაიმკვიდრებს.
ქართველი ნახევარმცველი ლისაბონურ კლუბში გასულ ზაფხულს ლევანტედან გადავიდა. მან პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში აროუკასთან ქოჩორაშვილი განაცხადს მიღმა დარჩა, ჩემპიონთა ლიგაზე კი ატლეტიკთან 2-3 მოგებულ შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იყო და სათამაშო დრო არ მისცემია.