ესპანური პრესა წერს, რომ ჰანსი ფლიკს სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვება სურს.
ABC-ის ინფორმაციით, გერმანელი სექტემბრიდან თავის დამხმარე შტაბს უმეორებს, რომ ძალიან დაიღალა და წასვლა უნდა.
გარდა ამისა, წყარო ხაზს უსვამს, რომ ფლიკი ბარსელონას ზოგი ფეხბურთელით ძალიან იმედგაცრუებულია და ფიქრობს, რომ მათ ხშირად კონცენტრაცია და მონდომება აკლიათ.
ასევე გერმანელს მიაჩნია, რომ ხელმძღვანელობისგან არასაკმარის მხარდაჭერას იღებს.
ფლიკის კონტრაქტი ბარსასთან 2027 წლის ივნისამდეა ძალაში, ის გუნდს 2024-დან უდგას სათავეში.