მარკუს რაშფორდმა ელჩესთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო. დღეს უკეთ მოვახერხე რაღაცების შესრულება, ჩემი დასაწყისით კმაყოფილი ვარ. უნდა გავაგრძელოთ ერთ გუნდად ყოფნა. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ გამარჯვებისთვის. ამას მატჩიდან მატჩამდე ვაკეთებთ.
ყოველთვის მნიშვნელოვანია, დამარცხების შემდეგ მოიგო მომდევნო მატჩი, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მთლიანობაში, დღეს მართლაც ბედნიერი ვარ. რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა ფეხბურთში არსებითია და მისი მიღწევა მხოლოდ შრომით და გამარჯვებებით არის შესაძლებელი.
მართალია, უამრავი ტრავმა გვაქვს, მაგრამ ეს ფეხბურთია და ერთი და იგივე 11 მოთამაშე ვერ მოიგებს ყველა მატჩს. უნდა გავაგრძელოთ როგორც ერთმა გუნდმა თამაში, ვაჩვენოთ საბრძოლო სული და ერთიანობა.
ჩემი აზრით, თუ მოედანზე სწორად ვითამაშებ და გუნდთან ერთად ვიმუშავებ, ყოველთვის შევძლებ გოლის გატანასა და მომენტების შექმნას. ჩემი მიზანია, კარგად დავუკავშირდე თანაგუნდელებს და მათთან სინქრონიზებულად ვიგრძნო თავი და ზუსტად ასე ვგრძნობ თავს ახლა.“ - განაცხადა ინგლისელმა.
ბარსელონამ ელჩე 3-1 დაამარცხა, საბოლოო ანგარიში სწორედ რაშფორდმა დააფიქსირა. ფლიკის გუნდი 11 ტურის შემდეგ 25 ქულით მე-2 ადგილზეა და რეალს 5 ქულით ჩამორჩება.