ბარსელონას მეკარემ, ვოიცეხ შესნი, ბოლო ელ კლასიკოში კილიან მბაპეს პენალტის მოგერიების საიდუმლო გაამხილა.
„მატჩების წინ პენალტების შემსრულებლებს კარგად ვსწავლობ. როგორც წესი, დამრტყმელების ბოლო 20 შესრულებულ პენალტს ვუყურებ ხოლმე და ვცდილობ, მათ დარტყმებში კანონზომიერება დავინახო. ზოგჯერ, მე ეს ინფორმაცია მომზადებაში მეხმარება.
ზოგი დამრტყმელი მატჩის სხვადასხვა მომენტებში განსხვავებულად ურტყამს, რაც დამოკიდებულია იმაზე, მისი გუნდი იგებს, თუ აგებს. ვცდილობ მთელი ეს ინფორმაცია მოვაგროვო, შემდეგ კი საკუთარ ინსტინქტებს დავეყრდნო.
მბაპემ ბოლო პენალტი გამიტანა. ამჯერად თავდაჯერებული ვიყავი და ვიცოდი, რომ ისევ ისე დაარტყამდა. შემდეგ კი იმედი უნდა იქონიო, რომ მართლაც ასე მოხდება - საბედნიეროდ, მართალი აღმოვჩნდი." - აღნიშნა პოლონელმა მეკარემ.
ფრანგ შემტევს შეეძლო მე-2 ტაიმის დასაწყისში ანგარიში 3:1 გაეხადა, თუმცა ნიშნულიდან შესნის ვერ აჯობა.