კილიან მბაპეს სანტიაგო ბერნაბეუზე კუთვნილი ოქროს ბუცი გადაეცა.
რეალის ფრანგმა თავდამსხმელმა ლა ლიგის 2024-25 წლების სეზონში 31 გოლი გაიტანა, რითიც ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში 62 ქულა დააგროვა.
მბაპეს კონკურენტი გასულ სეზონში სპორტინგის შვედი თავდამსხმელი, ვიქტორ გიოკერესი იყო, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში 39 გოლი გაიტანა, თუმცა 58.5 ქულა დააგროვა.
"ეს დიდი პატივია ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდელებს აქ ყოფნისთვის და დახმარებისთვის. ჩვენ საოცარი გუნდი ვართ და ბევრი რამის მოგება შეგვიძლია." - განაცხადა კილიანმა.
მბაპესთვის ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიას მისი ოჯახის წევრები, რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო და რეალის ფეხბურთელები დაესწრნენ.

