ვოიცეხ შესნიმ ყველა დროის საუკეთესო ხუთი მეკარე დაასახელა.
გულშემატკივართა შეკითხვებზე პასუხის დროს, შესნიმ შემდეგი ხუთეული დაასახელა.
საინტერესოა, რომ პოლონელის სიაში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერი, იკერ კასილასი ვერ მოხვდა. 
„დავასახელებ ბუფონს, ლევ იაშინს, მანუელ ნოიერს, საუკეთესო წლების პეტრ ჩეხს და... ჩემს თავს, რატომაც არა?", - აღნიშნა პოლონელმა და დაამატა, რომ საკუთარი თავი სერიოზულად არ დაუსახელებია.