უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან ნახევარფინალური დაპირისპირების შემდეგ ინტერის მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ლამინ იამალით აღფრთოვანება ვერ დამალა.
"იამალის მსგავსი მოთამაშე ბოლო 8-9 წელიწადი არ მინახავს. მის წინააღმდეგ 3 ფეხბურთელი უნდა დაგვეყენებინა.
მისნაირი ტალანტები 50 წელიწადში ერთხელ იბადებიან, იამალის მსგავსი ფენომენი იშვიათად მინახავს.
ის ცოცხლად პირველად ვნახე და ისეთი პრობლემები შეგვიქმნა, რომ ორმაგი დაცვა გახდა საჭირო, შემდეგ კი მოედნის სხვა ნაწილში მოთამაშეები გვაკლდებოდა." - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
ბარსელონასა და ინტერის დაპირისპირება 3-3 დასრულდა. საპასუხო მატჩი მილანში 6 მაისს გაიმართება.
იამალმა მბაპეს რეკორდი მოხსნა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა